მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოჯახების რამდენ პროცენტს აქვს საქართველოში მაცივარი, ტელევიზორი, კონდიციონერი?

64c206e2e6700
BM.GE
27.07.23 10:11
2021
Galt and Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზრის ზომამ 4.4 მლრდ შეადგინა. აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების საცალო გაყიდვების წლიურმა ბრუნვამ თითქმის 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 27%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. საოჯახო ტექნიკის ბრუნვა კი 577 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, აქ წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ სექტორის ბრუნვა 2021-2022 წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

გარდა ამისა, Galt and Taggart-ის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, მაცივარი შინამეურნეობების 94%-ს აქვს, ტელევიზორი - 95%-ს, სარეცხის მანქანა კი 87%-ს. დაბალია კონდიციონერისა და ჭურჭლის სარეცხის მანქანის ფლობის მაჩვენებელი და 16% და 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ელექტროტექნიკის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 10%-იანი წილით “ალტა” ლიდერობს, მას 7%-იანი წილით “ელიტ-ელექტრონიქსი" მოსდევს, 6% კი “ზუმერს” აქვს, ხოლო 5% - "იუჯითის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები