მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოკრიბა“ წელს ავტოსადგურებს ბათუმში, ზუგდიდსა და ტყიბულშიც მოაწყობს

ოკრიბა

თბილისსა და ქუთაისთან ერთად ავტოსადგური „ოკრიბა“ 2026 წელს მგზავრთგადაყვანის ცენტრებს ტყიბულში, ზუგდიდსა და ბათუმშიც ააშენებს.

როგორც კომპანიის იურისტმა პაატა ყვავაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია ტყიბულში და ის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასრულდება.

„2025-ში დავიწყეთ ახალ ლოკაციაზე ავტოსადგურის მშენებლობა, ეს ერთგვარი სატესტო ვერსია იქნება იმ სულისკვეთებისა, რასაც რეგლამენტი ითხოვს ავტოსადგურებისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ წლის მეორე კვარტალამდე მშენებლობა დასრულდება და შესაბამისი ლიცენზია გვექნება.

ჩვენ მომავალი გეგმაა ისიც, რომ ჯამურად საქართველოს 5 ქალაქში ვიყოთ წარმოდგენილო. ეს არის თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ტყიბული. აქ გვექნება იმს სტანდარტების ავტოსადგურები, რაც მოთხოვნაშია. დღეის მდგომარეობით „ოკრიბა“ ფარავს თბილისს და ქუთაისს.“ - განაცხადა ყვავაძემ.

„ოკრიბაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა არ გაძვირდება. ავტოსადგურში ამბობენ, რომ გადამზიდებთან თანამშრომლობის პირობები გადაიხედა, რამაც დღეიდან, 15 იანვრიდან მგზავრობის ტარიფების 15%-იან გაიაფებას შეუწყო ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები