მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, თუმცა ციხეში კიდევ 10 თვეს გაატარებენ

ოკლმელაშვილი

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით, 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა.

მათ მოსამართლემ სასჯელი 3 წლის ვადით განუსაზღვრა, აქედან 1,6 წელი პატიმრობა, 1,2 თვე კი პირობითია. ისინი ციხეში, დაახლოებით, 8 თვეა, იმყოფებიან, შესაბამისად, საპატიმროს 10 თვეში დატოვებენ.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირი ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებდნენ – ამბობდნენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფდნენ ჯგუფურად მოქმედებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები