მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Oktopus Fitness Club-ის დატვირთვა 27%-ით გაიზარდა - გიორგი ასათიანი 2025 წლის შედეგებს აფასებს

გიორგი ასათიანი

Oktopus Fitness Club-ის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ 2025 წელს მათი ფიტნეს კლუბების დატვირთვა 27%-ით გაიზარდა. გიორგი ასათიანმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში 2025 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ კლუბის წევრების რაოდენობის ზრდა ორი ფაქტორით იყო განპირობებული.

2025 წელი რეალურად ძალიან მიუახლოვდა იმ დაგეგმილ მაჩვენებლებს, რაც ამ წლისთვის გვქონდა გათვლილი. ჩვენს შემთხვევაში ეს გამოიხატება მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში და ასევე ვთქვათ, თუნდაც ერთ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის ჭრილში. წელს ახალი ფილიალები არ გაგვიხსნია, რადგან ორი დიდი კლუბი, ერთი თბილისში და ერთი ბათუმში 2024 წლის ბოლოს გავხსენით. შესაბამისად, წელს აქცენტი არსებული კლუბების მაქსიმალურ დატვირთვაზე, იმ სტანდარტების შენარჩუნებაზე გავაკეთეთ, რითაც ოკტოპუსი“ გამოირჩევა და ასევე მრავალფეროვანი, ვთქვათ, სხვა, თუნდაც სერვისების და მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებლებისთვის, რომელიც 2025 წელს დამატებითი სიახლე იყო ჩვენი კლუბის წევრებისათვის.

კლუბების დატვირთვა წლიურად დაახლოებით 27%-ით გაიზარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ 2025 წელს ჩვენი აქტიური კლუბის წევრები საშუალოდ, ნუ, თვეზე გადაანგარიშებით რომ გამოვთვალო, დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი 2024 წლის საშუალო ერთი თვის აქტიურ წევრებთან შედარებით. მეორე მონაცემი, რაც ჩემი აზრით, ასევე ძალიან საინტერესოა, ის არის, რომ კლუბში ასევე გაზრდილია წევრების ვიზიტების რაოდენობაც. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, 2024 წელს ერთი წევრი კლუბს კვირაში 2-2.5 დღე სტუმრობდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 3-4 დღემდეა გაზრდილი“, - აღნიშნა გიორგი ასათიანმა და დასძინა, რომ მათი წევრების ლოიალობის გასაზრდელად წლის განმავლობაში გაიმართა პადელის ტურნირი და სხვა ისეთი სპორტული აქტივობები, რომლებზეც წევრების მხრიდან მოთხოვნა იყო.

Oktopus Fitness Club-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი მაინც მცირეა.

„ევროპასა და ამერიკაში მოსახლეობის 17-18% ვარჯიშობს. საქართველოში დარგის ბოლო სრულფასოვანი კვლევა 2021 წელს ჩატარდა და იმ დროის მონაცემებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით მოსახლეობის 2-დან 4%-მდეა, რაც ბევრად ჩამორჩება, თუნდაც ვთქვათ ევროპის მაჩვენებელს. თუმცა ჩანს კიდეც ეხლა ბაზარზე, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს თუნდაც დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც მშენებლობის დაწყებისას ეს იქნება, ვთქვათ, საცხოვრებელი კომპლექსი, თუ ბიზნეს-ცენტრი ველნეს მიმართულებით კომერციულ ფართებს ყოველთვის თვალისწინებენ“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები