მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოკტოპუსი“: გახსნასთან ერთად, 170 000 ლარის სესხის აღება გვიწევს

604633133d8c4
ლიკა გურაბანიძე
08.03.21 18:39
856
15 მარტიდან ფიტნეს კლუბები იხსნება. როგორც“ოკტოპუსის” დამფუძნებელმა გიორგი ასათიანმა “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნა, თითქმის ერთი წლით დახურული ფიტნეს კლუბების გახსნა გარკვეულ ახალ საოპერაციო ხარჯებს იწვევს.

"კომუნალური გადასახადები, ასევე, სხვადასხვა სახის ხარჯი გვაქვს. ამას რეგულაციების გამო არსებული ხარჯები დაემატება, რაც საოპერაციო დანახარჯს 15%-ით მაინც გაგვიზრდის, თუმცა გაზრდილი ხარჯები ჩვენთვის იმდენად მტკივნეული არ არის, რამდენად ის 1 წლიანი პერიოდი, როცა გაჩერებული ვიყავით და ვერ ვმუშაობდით. ჩვენი კაპიტალი მინუსშია, რაც გულისხმობს იმას, რომ ვალდებულებები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე - აქტივები", - განმარტა გიორგი ასათიანმა.

მისივე თქმით, კომპანიას გახსნასთან ერთად, დამატებით 170 000 ლარის სესხის აღება უწევს, მაგრამ კომპანიის დამფუძნებელს აღდგენის მოლოდინი აქვს. "ვფიქრობთ, ფიტნესზე მოთხოვნა იქნება", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები