მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ სოხუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

სოხუმი

დროებით ოკუპირებულ სოხუმში ძლიერმა წვიმების შედეგად ქუჩები დაიტბორა. ქალაქის ე.წ. მერი თიმურ აგრბა აცხადებს, რომ სოხუმში მძიმე მდგომარეობა ნარჩუნდება.

„დატბორილია საკვანძო გზები და ქუჩები როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე მის შემოგარენში. ზოგიერთ ქუჩაზე შუქნიშნები მწყობრიდან გამოვიდა, რამაც საცობები შექმნა. დატბორილია სარკინიგზო გადასასვლელები. ქალაქში რამდენიმე ავტომობილი დაიტბორა“, - განაცხადა აგრბამ.

ქალაქის მერიის ე.წ. ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

„სამსახურები სამუშაოების დასაწყებად მზად არიან და ჩვენ რაიონებიდან ახალი ტექნიკის მობილიზებას ვიწყებთ“, - აღნიშნა აგრბამ.

Apsnypress-ის ინფორმაციით, სოხუმის რაიონში უამინდობის გამო რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია და სპეციალისტები პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები