მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებულ სოხუმში ტურისტული პოლიცია საპილოტო რეჟიმში ამუშავდა

ტურისტული პოლიცია

დროებით ოკუპირებულ სოხუმში სატესტო რეჟიმში ტურისტულმა პოლიციამ დაიწყო მუშაობა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა შსს-ს ახალი ქვეუწყება მოინახულა და განაცხადა: „აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად ქვეყანაში პროფილური განყოფილება უნდა არსებობდეს. ჩვენ მილიციის სკოლის ბაზაზე ასეთი განყოფილების შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც ზაფხულის საკურორტო სეზონზე დამსვენებლების თავშეყრის ადგილებში იმუშავებენ. ჯერ სოხუმში, რამეთუ საპილოტო პროექტი უნდა გამოვცადოთ“.

მისი სიტყვებით, „შეიქმნა ახალი განყოფილება საკურორტო ზონებში წესრიგის უზრუნველსაყოფად და ტურისტებისთვის საინფორმაციო დახმარების გასაწევად“. დე ფაქტო შს მინისტრის განცხადებით, ამ პოზიციებზე მილიციის სკოლის კურსანტები და შსს-ს თანამშრომლები იმუშავებენ. „ისინი სპეციალურ ფორმას ჩაიცვამენ - თეთრ მაისურებს წარწერით ტურისტული პოლიცია და მოსაცმელებს“.

ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრის მოადგილის განცხადებით კი საპილოტო პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დე ფაქტო სამინისტროში, საქალაქო და რაიონულ უწყებებში სპეციალური განყოფილებები შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები