მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, ვინც შერიგების ინტერესს გამოხატავს, იზრდება - მინისტრი

639b26f748e56
ინგა მურუსიძე
15.12.22 17:51
414
იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, - ამის შესახებ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად, უმთავრესი შედეგი გახლავთ.

მოგეხსენებათ, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია ხალხთაშორისი უშუალო კომუნიკაციის გარეშე, რაც დაწესებული შეზღუდვების თუ პანდემიის მიუხედავად არასდროს შეწყვეტილა და წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმალური თუ არაფორმალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური პროექტების ფარგლებში“, - განაცხადა ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები