ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის მთავრობა ახალ პოლიტიკას შეიმუშავებს. როგორც BMG-სთან თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, საჭიროებებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა შემუშავდება.
"გალის რაიონსა და მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები განსხვავებულია. მსჯელობა მიმდინარეობს, რა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმებია საჭირო როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, როგორ შეიძლება დავეხმაროთ, რომ მათ საჭიროებებს ვუპასუხოთ. კონკრეტულად ამ ჯგუფებისთვის საჭიროებების შესწავლა მიმდინარეობს და მათ შესაბამის პოლიტიკას შევთავაზებთ", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს, როდის მომზადდება შესაბამისი პოლიტიკა.