ოკუპირებული აფხაზეთი საოკუპაციო ხაზთან მოქმედ ე.წ. გამშვებ პუნქტს კეტავს. ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობა 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით აიკრძალება.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე წერია, გადაწყვეტილება "საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს" უკავშირდება. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აკრძალვა არ შეეხებათ მათ, ვისაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ.
ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა არ შეეხებათ ენერგეტიკულ კომპანიებს.