მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ "საქართველოს ჯაშუშს" 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კახა მურადოვი

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით კახა მურადოვი დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, კახა მურადოვმა ბრალი არ აღიარა.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა 2024 წლის 14 მაისს განაცხადა, რომ 24 აპრილს გაგრაში "საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქე", კახა მურადოვი დააკავეს, რომელიც "საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში" იყო ეჭვმიტანილი. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მურადოვი აფხაზეთის მცხოვრებთა ჩართვას ფარულ საქმიანობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისთვის ცდილობდა.

ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის, "მხედრიონის" ყოფილ მეთაურებთან კონტაქტები ჰქონდა.

კახა მურადოვის დაკავებიდან 9 თვე გავიდა, თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობა ფაქტს არ გამოხმაურებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები