მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთისა და სოჭის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია 2027 წელს დასრულდება

ადლერი

კრასნოდარის მხარეში ოკუპირებულ აფხაზეთთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ადლერის“ რეკონსტრუქცია 2027 წელს დასრულდება. წერს რუსული მედია რუსეთის სამინისტროზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის სასაზღვრო პუნქტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რეკონსტრუქცია კი რუსეთის სახელმწიფო ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ დაიწყება.

პუნქტის განახლების შემდეგ, სავარაუდოდ მისი გამტარუნარიანობა 1.5 ათასიდან 14 ათას სატრანსპორტო საშუალებამდე და 28 ათასიდან 80 ათას ადამიანამდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში 80 ავტომობილების გაფორმება 8 ზოლზე იქნება შესაძლებელი, 40 - გასვლის, 40 კი შესვლის მიმართულებით. სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის გათვალისწინებით 100 ერთეულამდე გაიზრდება.

2024 წლის მონაცემებით, სასაზღვრო პუნქტი 2.8 მლნ სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა, რომელთა უმრავლესობა მსუბუქი ავტომობილი იყო.

სასაზღვრო პუნქტ „ადლერის“ რეკონსტრუქციის პროექტი ექსპერტიზაზე 2025 წლის 4 თებერვალს გაიგზავნა. რეკონსტრუქციისთვის 10 მლრდ რუბლია გამოყოფილი. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის დასრულდება და შედეგად გაიზრდება სანიტარული კვანძების რაოდენობა, დამონტაჟდება სკამები, გაუმჯობესდება ნავიგაცია და დოკუმენტაციის გაფორმების პროცედურების ოპტიმიზაცია მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები