მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მინსკის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს -მედია

6491c2237e9b7
გიგა ბენია
20.06.23 19:30
521
დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა ბელარუსში დაგეგმილ სპეციალიზებულ საბითუმო გამოფენა-ბაზრობაზე მიიღებს მონაწილეობას.

როგორც დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, ძამბოლატ ტადტაევმა „სპუტნიკთან“ განაცხადა, საერთაშორისო ღონისძიება ნოემბერში, მინსკში გაიმართება და შეთანხმება მიღწეულია.

„ჩვენ ვგეგმავთ გამოფენაზე რესპუბლიკის ეროვნული ექსპოზიციის გატანას, უკვე გვაქვს შესაბამისი შეთანხმება“, - განაცხადა მან.

დე-ფაქტო მინისტრის თქმით, მსგავსი ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკო გასულ წელს სოხუმში იმყოფებოდა, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს კი მიმდინარე წელს მინსკში უმასპინძლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები