მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტმა პირველი ბოინგი მიიღო - Interfax

სოხუმის აეროპორტი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილმა აეროპორტმა 6 ივნისს პირველად მიიღო 540 ადგილიანი „ბოინგი 777“. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო სააგენტო Interfax ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, ამ ტიპის გიგანტური თვითმფრინავის მიღება მნიშვნელოვანი მოვლენაა აეროპორტისთვის, რაც მგზავრთნაკადის ზრდასა და ფრენების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.

"ბოინგ 777-ის მიღება არ არის უბრალოდ ტექნიკური მიღწევა, არამედ ავიაკომპანიების მხრიდან ნდობისა და აფხაზეთის, როგორც მიმართულების მიმართ მზარდი ინტერესის ნიშანია,“ - Interfax-ის ცნობით, განაცხადა სოხუმის აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა რუსლან ბლინდიუკმა.

ბოინგ 777-ით მოსკოვიდან რეისი სანქცირებულმა ავიაკომპანია NordWind-მა შეასრულა. სოხუმში თვითმფრინავს საზეიმო „წყლის თაღით“ დახვდნენ.

2025 წელს 32 წლის შემდეგ პირველად, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტში რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ სატესტო ფრენა შესრულდა, 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა.

1992–1993 წლების ომის შემდეგ, აეროპორტში ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები