ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. ენგურის გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვარი 31 ოქტომბერს გაიხსნება.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე წერია, გადაწყვეტილება "საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებს" უკავშირდება.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აკრძალვა არ შეეხებათ მათ, ვისაც აფხაზეთში დაბრუნება სურთ. მიუხედავად ამისა, ზუგდიდიდან გალის რაიონში მიმავალმა რამდენიმე მოქალაქემ BMG-ის უთხრა, რომ ისინი გალში არ შეუშვეს.
ჩაიკეტა თუ არა "ენგურის ხიდი" ორმხრივად, BMG-ი დეტალებს არკვევს.