საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი დალაქის ყოველთვიური ხელფასი თითქმის 10 000 ევროა. "ოლანდის პირადი დალაქი ოლივიე ბი თვეში 9 895 ევროს იღებს, მაშინ როცა ფრანგი მინისტრების საშუალო ხელფასი 9 940, პრეზიდენტის კი - 14 999 ევროა.
"ხელფასის გარდა, სტილისტს ერიცხება სხვა დანამატებიც", - წერს Le Point.
ოლივიეს სამუშაო დღე დილის საათებში იწყება და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ყველა მივლინებაში დაჰყვება.
"პრეზიდენტის პირადი დალაქი მის განკარგულებაშია 24 საათის განმავლობაში. მას ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნავს ფრანგული გამოცემა Le Point.

























