მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოლიმპიადის ყველაზე მოთხოვნადი ნივთი: თილისმები ტინა და მილო, სათამაშოები იტალიაში სრულად გაიყიდა

მილო და ტინა

მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელად პოპულარულ პროდუქტად ტინა და მილო იქცა, ორი თილისმა ყარყუმი, რომლებიც ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს წარმოადგენენ. მათი ფუმფულა სათამაშოები თვალის დახამხამებაში ქრება მაღაზიებიდან.

ოლიმპიადის დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, სათამაშოები სრულად გაიყიდა იტალიის მასშტაბით არსებულ მაღაზიებში და თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზეც. როგორც კი მარაგი ივსება, ის მყისიერად იწურება. მიუხედავად იმისა, რომ ტინა და მილო გამოსახულია სხვა ოლიმპიურ პროდუქციაზეც, მაისურებზე, ყავის ჭიქებზე და სხვა აქსესუარებზე, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ფუმფულა სათამაშოებზეა.

ტინა, ღია ფერის ყარყუმი, ოლიმპიური თილისმაა. თამაშების ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ის იტალიის მთებში დაიბადა. მილო, უფრო მუქი ბეწვით, პარალიმპიური თამაშების თილისმაა. მილო ერთი თათის გარეშე დაიბადა, თუმცა “თავისი შემოქმედებითობისა და ძლიერი ნების წყალობით, მან კუდის გამოყენება ისწავლა და საკუთარი განსხვავება ძალად აქცია,“ - წერია ვებგვერდზე.

საორგანიზაციო კომიტეტმა ტინა და მილო “პირველ და ერთადერთ Gen-Z თილისმებად“ მოიხსენია.
თილისმების სახელები ორი მასპინძელი ქალაქიდან მომდინარეობს — კორტინა დ’ამპეცო და მილანი. ეს პერსონაჟები თამაშების თილისმებად მას შემდეგ შეირჩა, რაც იტალიელი სტუდენტების მიერ შექმნილმა დიზაინმა საზოგადოებრივ გამოკითხვაში გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები