მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოლიმპიური სპორტსმენები მომავალი თამაშებიდან ფულად გრანტებს მიიღებენ|IOC

ოლიმპიური კომიტეტის გრანტები

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად ოლიმპიელ სპორტსმენებს ფინანსურ გრანტებს გადასცემს. პროგრამა 2026 წლის მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან ამოქმედდება.

10 000 დოლარის ოდენობის გრანტის მიღება ნებისმიერ ოლიმპიელს შეეძლება, თუ მას არ დაურღვევია ანტიდოპინგური წესები, IOC-ის ეთიკის კოდექსი ან ორგანიზაციის სხვა რეგულაციები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასებით, თითოეულ ოლიმპიურ ციკლში დაახლოებით 14 000 სპორტსმენი იქნება ამ პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი, ხოლო საერთო ბიუჯეტი 140 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ეს არ არის საპრიზო თანხა. ეს არის აღიარება იმ გზისა და თავდადების, რომელიც ოლიმპიელად გახდომას სჭირდება. ამით ვაღიარებთ, რომ თითოეული ოლიმპიელი ჩვენი ოლიმპიური საზოგადოების ნაწილია. ასევე პატივს მივაგებთ მათ, ვინც ჩვენამდე იყო და გზა გაგვიკვალა, რათა დღევანდელმა და მომავალმა თაობებმა ამ შესაძლებლობებით ისარგებლონ" - განაცხადა IOC-ის წევრმა, პო გასოლმა.

გრანტების დაფინანსებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უზრუნველყოფს, ხოლო თანხების განაწილება ეროვნული ფედერაციების მეშვეობით მოხდება.

სპორტსმენები წლების განმავლობაში საუბრობდნენ იმ ფინანსურ სირთულეებზე, რომლებიც ოლიმპიადისთვის მომზადებას ახლავს, განსაკუთრებით ნაკლებად პოპულარულ სახეობებში ან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, აქამდე IOC ოლიმპიელებს, მათ შორის მედალოსნებსაც კი, პირდაპირ ფინანსურ ანაზღაურებას არ აძლევდა.

პროგრამა არ გავრცელდება პარაოლიმპიელ სპორტსმენებზე, რადგან International Paralympic Committee დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. თუმცა, IOC და IPC მჭიდროდ თანამშრომლობენ და პარალიმპიური კომიტეტი ფინანსურ მხარდაჭერას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები