მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობას "გორგიას" დამფუძნებელი დაასრულებს - ფოტო

5bec31fed41ec
სალომე მეცხვარიშვილი
15.11.18 09:12
1787
„ოლიმპიურ ვარსკვლავის“ მშენებლობას „გორგიას“ ინვესტორი დაასრულებს. საუბარია კომპანია „გრაპა შარტავაზე“, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი „გორგიას“ დამფუძნებელი გია გორგოშაძეა.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ დამფუძნებელი ლელა რაზიკაშვილი აცხადებს, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ახლახანს გაფორმდა და პროექტის სრული ღირებულება 28 მილიონ დოლარამდეა.

ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, ინვესტორისთვის მოტივაცია იყო შეღავათები, რომლებიც დაუსრულებელ მშენებლობებზე გავრცელდა და რომელიც კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან და დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.

„ჩვენთვის რთული პრობლემა იყო გაწელილი პროცედურები, ვიყავით გადაჩეხილები სამართლებრივ დავებში. მშენებლობის გაცოცხლების პროცესი დაიწყო მერიასთან ურთიერთობით. უნდა შეგვექმნა ისეთი პროეტი, რომ ინვესტორისთვის ყოფლიყო საინტერესო.

პირველი რაც მნიშვნელოვანი და სიანტერესო იყო ინვეტორისთვის ესაა დღგ, გაზრდილი კოეფიცინეტი და მესამე, ბიუროკრატიული პროცედურები შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტილიყო. რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრობლემა პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ყველა სოლიდური კომპანია შეიკავავებდა თავს შეუთანხმებელ პროექტში შემოსვლაზე. 24 სექტემბერს შევათანხმეთ პროექტი მერიასთან და მოგვეცა საშუალება სოლიდური რესურსების მქონე კომპანია შემოგვეყვანა“,- აცხადებს ლელა რაზიკაშვილი.

მისი თქმით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს.






გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები