მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ლევან იოსელიანი
09.12.24 17:00
680

2024 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს. ისაუბრეს ასევე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები