მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენმა „იმპექსფარმში“ სქესის და ოჯახური მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

იმპექსი

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. საუბარია ქალზე, რომელიც მოკლე შუალედში ორჯერ იყო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი მოკლე შუალედით ორჯერ ზედიზედ იმყოფებოდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში. შვებულების დასრულების შემდეგ კი, დამსაქმებელმა უარი უთხრა თავის სამუშაო ადგილას დაბრუნებაზე, ვინაიდან,
ხანგრძლივი შვებულების გამო, მენეჯერის პოზიციაზე უკვე სხვა პირი იყო დასაქმებული. სანაცვლოდ, დამსაქმებელმა მას სამსახური ქუთაისში შესთავაზა, იმ აფთიაქში, რომელიც დღემდე არ გახსნილა. ასევე, მეორე შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დამსაქმებელმა მას ანაზღაურების გარეშე შვებულება მისცა და 2022 წლის 5 მარტიდან დღემდე, განმცხადებელი, ფაქტობრივად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

სახალხო დამცველის განმარტებით, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე და იმავე შრომის პირობებით და აგრეთვე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რის მიღების უფლებაც მას ექნებოდა შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომპანიის შეთავაზება, ფოთის მაცხოვრებლის ქუთაისში სამუშაოდ გამწესების შესახებ, საგრძნობლად აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, რადგან კანონით განსაზღვრულ 3 საათზე მეტი დროა საჭირო სამუშაო ადგილზე მისასვლელად.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „იმპექსფარმს“

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და დასაქმებული დააბრუნოს იმავე სამუშაო ადგილზე იგივე სამსახურებრივი პოზიციით;
  • უზრუნველყოს, იძულებითი მოცდენის გამო შესაბამისი ანაზღაურება;
  • მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში სქესის, ორსულობისა, ოჯახური მდგომარეობის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები