მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

""ომეგა ჯგუფი" საქართველოს ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებს 2016 წლიდან არ ასრულებს"

5b9a72e53b9fe
BM.GE
13.09.18 17:47
2240
„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებს 2016 წლიდან არ ასრულებს, - ამის შესახებ BMG-ს საქართველოს ბანკში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ბანკის მიმართ დავალიანება დაახლოებით 30 მლნ დოლარია და საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ურჩი გადამხდელების მხრიდან კუთვნილი გადასახადების გადაუხდელობა, მთელი რიგი უარყოფითი შედეგების მომტანია ქართული ეკონომიკისთვის. აღნიშნული ტიპის ქმედებები უარყოფითად აისახება კეთილსინდისიერი გადამხდელების ბიზნეს აქტივობაზე და ხელს უშლის კონკურენტული გარემოს არსებობას.

შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ ნამდვილად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც სს „საქართველოს ბანკის“ პრეტენზია „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, დაახლოებით 30 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ „ომეგა ჯგუფი“ ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს. უფრო მეტიც, მათი მხრიდან გამოყენებულია ყველანაირი საშუალება იმისათვის, რათა სასამართლოში მაქსიმალურად გაჭიანურდეს საქმის განხილვა. საქართველოს ბანკი გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები