პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანის კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია ომეგას მფლობელი ტელევიზიას ფარად იყენებს, იმისთვის, რომ ბიუჯეტის ვალი არ გადაიხადოს.
„გადაბრალების პოლიტიკის ნაწილია ტელეკომპანია იბერიას საქმე. ეს სიგარეტის მწარმოებელ ომეგა ჯგუფის მიერ ინიცირებული და ნაციონალური მოძრაობის მიერ ატაცებული კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანია ერთის მხრივ ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის არგადახდა და მეორეს მხრივ ხელისუფლების იმიჯის შელახვა. ომეგას ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა და მის მფლობელს წაართვა ტელევიზია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდა ტელევიზია მფლობელს და ეს პირი თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა. მას არ სურს 50 მილიონის გადახდა და ფარად იყენებს ტელევიზიას“, - განაცხადა კალაძემ.