მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომეგას" ველოლიავეთ, რადგან ადგილობრივი წარმოებაა - ივანე მაჭავარიანი

5bf94e64be898
BM.GE
24.11.18 17:01
1035
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობას ზაზა ოქუაშვილის "ომეგა ჯგუფთან" მაქსიმალურად ფრთილი დამოკკიდებულება ჰქონდა, რისი მიზეზიც, ამ კომპანიაში დასაქმებული 1500 სამუშაო ადგილისა და ადგილობრივი წარმოების შენარჩუნება იყო. 

"ველოლიავეთ, მათ შორის ამ კომპანიას. ზუსტად იმის შიშით, რომ 1500 ადამიანია დასაქმებული, ადგილობრივი წარმოებაა, ხომ გახსოვთ 11-ჯერ გადავუდეთ იძულებითი ღონისძიებები. მსგავსი მიდგომა ყოფილა სხვა ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც, თუმცა არა ამ მასშტაბების. თქვენ ვერცერთ ასეთ შემთხვევას ვერ მოიტანთ, როდესაც მსგავსი მიდგომა იმპორტიორთან ან სხვა ტიპის ბიზნესთან არის დაკავშირებული,"- ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრი "ომეგასთან" გამართულ უკანასკნელ მოლაპარაკებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ტყუილია კომპანიის განცხადება იმის შესახებ, რომ კომპანიას 40 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერა.

"მათ განცხადებაში წავიკითხე - ფინანსთა მინისტრმა შემოგვთავაზა მორიგებაო მაშინ, როდესაც თავად მოიტანეს ფურცელზე დაწერილი გრაფიკი, სადაც ეწერა - 52 მილიონი ლარიდან 42 მილიონამდე ჩამოგვაწერეთ, 10 მლნ ლარზე მეტი 2 წლით გაგვიყინეთ და 2 წლის შემდეგ, თანხას ნაწილ-ნაწილ გადავიხდითო. ჩვენ ვუთხარით, მოგვეცით, ვნახავთ ამ წინადადებას. მე ამავე შეხვედრაზე ვუთხარი, არ მიგაჩნიათ, რომ თუკი ვალის შემცირების გრაფიკს შემოგვთავაზებთ, შანსები, რომ ჩვენ ამ წინადადებას დავთანხმდეთ უფრო მაღალია? ვუთხარით, წაბრძანდით, გადახედეთ და ვთხოვეთ, ხელახლა მობრძანებულიყვნენ. იმედი მაქვს, ესეც ჩაწერილი ექნებათ რამდენაირად და გამოიტანენ.

მინდოდა ამ შეხვედრას დასწრებოდნენ ბრიტანეთის საელჩოდან იმიტომ, რომ გამოცდილება მქონდა, როცა აბსოლუტურად სხვა რამეზე იყო საუბარი შეხვედრებზე და სხვა რამეს ამბობდნენ ტელევიზიით. მაგალითად, ჩემთან პირველ შეხვედრაზე თქვეს, ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო მაშინ, როდესაც ერთი კვირა თავად ითხოვდნენ ჩემთან შეხვედრას. თუმცა, საელჩოს წარმომადგენელმა ვერ შეძლო შეხვედრაზე დასწრება, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ და დარწმუნებული ვარ, დაადასტურებენ ამას,"- ამბობს მაჭავარიანი. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები