მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომი" ხალხის წინააღმდეგ - როგორ აშუქებს თბილისში ანტირუსულ პროტესტს საერთაშორისო მედია?

პროტესტი

წუხელ ღამით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას საერთაშორისო მედია ეხმიანება. გავლენიანი გამოცემები წერენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. სტატიებში საუბარია საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებაზე და ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაზე.

"მას შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს აჩერებს და უარს ამბობს საბიუჯეტო გრანტებზე 2028 წლამდე, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

ბოლო თვეებში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, ბრიუსელი ქვეყნის მთავრობას ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობასა და პრორუსული პოზიციების მიღებაში სდებს ბრალს.

სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას, 3.7 მილიონი მოსახლით, ევროკავშირში გაწევრიანების მუხლი კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ დრომდე რჩებოდა ყველაზე პროდასავლურ სახელმწიფოდ", - წერს Reuters.

"ომი" ხალხის წინააღმდეგ - ასე ასათაურებს Reuters-ი სტატიის იმ ნაწილს, რომელშიც არჩევნების შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია განხილული. ავტორი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" პროევროპელი მოწინააღმდეგე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მმართველ პარტიას საკუთარი ხალხისთვის, ქვეყნის წარსულისა და მომავლისთვის ომის გამოცხადებაში სდებს ბრალს.

"ბრიუსელი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია სრულადაა პასუხისმგებელი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფერხებისთვის", - წერს Euronews.

გამოცემა ევროპარლამენტის მიერ გუშინ ხმათა უმრავლესობით მიღებულ რეზოლუციაზე წერს, რომლითაც ევროდეპუტატებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ის დარღვევები დაადასტურეს, რომელთა გამოც ელექტორალური პროცესი არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, ერთი წლის ვადაში ჩაატაროს ხელახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობით, ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისთვის", - წერს Euronews.

წუხელ ღამით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება Associated Press-იც: "ათასობით აქტივისტის გამოსვლა მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას. მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, დემონსტრაციები დაიგეგმა სხვა ქალაქებშიც..."

„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს

შსს-მ პროევროპულ აქციაზე 43 პირი დააკავა - განცხადება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები