მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ომიკრონი ძალიან სწრაფად გავრცელდება… შეიძლება მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს“ - იმნაძე

61c35e3486a09
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 21:27
2555
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ ახალ წელს მაქსიმალურად ვიწრო წრეში შეხვდნენ, ვინაიდან კორონავორუსის ახალი შტამი - ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„პროგნოზი გვაქვს, რომ ახალ წელს ომიკრონი გვაცდის, მაგრამ რეკომენდაცია იქნება, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო ოჯახურ წრეში, ერთ კლასტერში შევხვდეთ ახალ წელს, რადგანაც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ის ძალიან სწრაფად გავრცელდება და შეიძლება ძველით ახალი წლისთვის იმდენი ავადმყოფი იყოს, რომ მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს“, - განაცხადა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ომიკრონის რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები