მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომიკრონის“ შიშის გამო, ბრიტანეთის მოქალაქეები საყიდლებს თავს არიდებენ

61c0217f64eae
თათია კაკიაშვილი
21.12.21 01:00
507
წინასაახალწლო პერიოდის ბოლო კვირაში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ხალხმრავალ ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში საყიდლებზე სიარულს თავს არიდებენ. მიზეზი - კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შიშია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საცალო ვაჭრობის ანალიტიკური კომპანია Springboard-ის ცნობით, კვირის ბოლოს High Street-ზე მყოფი ადამიანების რიცხვი 5,9%-ით შემცირდა, რასაც კომპანია მომხმარებლების „აშკარა სიფრთხილეს“ უკავშირებს. ამასთან, Springboard-ის ინფორმაციითვე, საყიდლებზე გამოსული ადამიანები გაცილებით ნაკლებ დროს ანდომებენ შოპინგს და ცდილობენ, საჭირო ნივთები რაც შეიძლება სწრაფად შეიძინონ.

კვლევითი კომპანიის ანალიზის მიხედვით, ბრიტანელები სასურსათო პროდუქტის და საახალწლო საჩუქრების შესაძენად, ძირითადად, ისეთ ადგილებში დადიან, სადაც ღია სივრცე და ავტომობილების პარკინგის შესაძლებლობაა. კომპანიის ცნობით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს გაერთიანებული სამეფოს საცალო მაღაზიებს, რომლებიც ღია სივრცეებში განთავსებული არაა, 25,2%-ით ნაკლები ადამიანი ესტუმრა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში საშობაოდ ახალი კოვიდრეგულაციები და შეზღუდვები ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები