მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 551-მა და უკრაინის 8 მოქალაქემ მიიღო - IDFI

63110c746b24b
ალა ისპირიანი
02.09.22 00:10
1058
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მონაცემთა ანალიზი გამოაქვეყნა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა 551-მა რუსმა და 8 უკრაინელმა მიიღო.

რაც შეეხება გასულ ომამდელ პერიოდს, მაგალითად, 2018 -2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა. რუსეთის შემდეგ, კი ყველაზე მეტი (428 პირი) უკრაინის მოქალაქე იყო. შემდეგ მოდის სომხეთი (404 პირი) და აშშ (330 პირი).

რაც შეეხება 2021 წელს, IDFI-ის ანალიზიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეობა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) რუსეთის 1,342 მოქალაქეს მიენიჭა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 713 შემთხვევით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 123 შემთხვევით აღემატება. მათივე ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551-მა და უკრაინის 8 მოქალაქემ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები