ამის პარალელურად, ამერიკის ელჩისგან კელი დეგნანისგან მოვისმინეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო პირნათლად შეასრულებს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაეკისრა. ელჩის განმარტებით, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს, ხოლო თუკი სანქციების მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის შესაბამის პასუხსაც მიიღებს. ამასთან, კელი დეგნანი განმარტავს, რომ უშუალოდ ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.
მანამდე BMG-ის ეთერში ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების აღსრულების კოორდინაციისთვის სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდა - იმ მომეტებული რისკების გადასაზღვევად, რომელიც რუსეთის და რუსული ბიზნესების მხრიდან საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებამ წარმოშვა. საუბარია როგორც პირდაპირ ფინანსურ და სავაჭრო ურთიერთობაზე, ასევე სატრანზიტო ტვირთებზე, რომლებიც რუსეთის მიმართულებით კვეთენ საქართველოს.
რამდენად რეალურია ეს რისკები და რა უნდა იყოს საქართველოს პასუხი ამ რისკებზე? რატომ წამოვიდა საერთოდ ამ თემაზე განცხადებები?