მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის შემდეგ საერთაშორისო ბრენდები საქართველოში შემოსვლით მეტად ინტერესდებიან - გუგა ცანავა

62c13cdf7dc72
მარიამ იზორია
03.07.22 11:00
6073
“ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის” მმართველი პარტნიორის გუგა ცანავას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო ბრენდები საქართველოს ბაზარზე შემოსვლით უფრო მეტად ინტერესდებიან.

საქმე ის არის, რომ რეგიონში პირველი “აუთლეტ სოფელი”, რომელიც ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა, 2023 წელს გაიხსნება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა, დაახლოებით, 100 მლნ ლარია.

როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში გუგა ცანავამ აღნიშნა, რეგიონში პირველ “აუთლეტ სოფელში” საკუთარი ობიექტის გახსნით ისეთი ბრენდები გამოხატავენ ინტერესს, რომლებიც ომამდე საქართველოში ოპერირებაზე უარს ამბობდნენ.

„რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, საერთაშორისო ბრენდებს რუსეთის ბაზრიდან გასვლა მოუწიათ, რამაც კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა. ძალიან ცნობილი ბრენდები გვეუბნებიან, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვის გამო შემოსავლების 35% დაკარგეს. ამას ემატება უკრაინაც. სამი-ოთხი ბრენდი იყო ისეთი, რომლებსაც შემოსვლას ვეხვეწებოდით და უარს გვეუბნებოდნენ, ამ სიტუაციის მერე კი, მათი მხრიდან საქართველოს ბაზრის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აუთლეტ ბრენდი“ ისე ვერ შემოვა, თუ მას ქვეყანაში მაღაზია არ აქვს. ზოგიერთ ბრენდთან სწორედ იმიტომ ვერ ვკონტრაქტდებით, რომ საქართველოში მაღაზიების გასახსნელად ადგილს ვეღარ პოულობენ, რადგან მოთხოვნა გაზრდილია.

ასეთი ტენდენცია მხოლოდ “აუთლეტ სოფლისთვის” კი არ არის კარგი, არამედ ზოგადად, საქართველოს მოდის ინდუსტრიისთვის” - აღნიშნა “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის” მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები