მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OMNIA Isani - საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები ერთ პროექტში

საცხოვრებელი გარემოს დაგეგმვისას სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ბინის ფართობი და მდებარეობა, არამედ ისიც, თუ რა ინფრასტრუქტურა იქნება ხელმისაწვდომი მაცხოვრებლებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება OMNIA Isani-ს პროექტი, რომელიც საცხოვრებელ ფართებთან ერთად კომერციული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებასაც ითვალისწინებს. კომპანიამ პროექტი უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე Real Estate Expo 2026 წარადგინა, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეთავაზებებს გაცნობოდნენ და შეძენის პირობებზე ინფორმაცია უშუალოდ მიეღოთ. რას სთავაზობს OMNIA Isani დაინტერესებულ მომხმარებლებს და რა კონცეფციას ეფუძნება პროექტი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები