დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი აშშ-ის მიერ ირანის პორტების წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ბლოკადაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ქვეყნის ლიდერი აცხადებს, დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ბრიტანული გემები და სამხედროები ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ოპერაციაში არ ჩაერთვებიან.
დაუნინგ სტრიტზე განმარტავენ, რომ რეგიონში ბრიტანული ძალები პოზიციებს კვლავ შეინარჩუნებენ, თუმცა მათი მისია სრუტის გახსნასა და საერთაშორისო ნავიგაციის დაცვას არ გასცდება.
სტარმერის თქმით, გაერთიანებული სამეფო პირდაპირ კონფლიქტში შესვლას არ აპირებს, რადგან მსგავს ქმედებას მკაფიო სამართლებრივი საფუძველი და წინასწარ გააზრებული გეგმა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა სრუტის "გაწმენდის" ოპერაციაში ბრიტანეთის შესაძლო მონაწილეობაზე ღიად არაერთხელ ისაუბრა. საპასუხოდ პრემიერმა განმარტა, რომ ლონდონი საფრანგეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, შტატებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.




























