მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომშიც კი, როცა ბომბებს გაყრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება სცემო და დაამცირო - გადამდგარი გენერალი

ვახტანგ კაპანაძე

"პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: „ქართული ოცნება“ ომის პრინციპებსაც კი არღვევსო.

„2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ სცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს, ან ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.

"ბათუმელებმა" მასთან ვრცელი ინტერვიუ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები