მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

One Tower - რუსეთში 405-მეტრიანი ცათამბჯენი აშენდება

5d230097350bb
მიხეილ ხაჩიძე
09.07.19 00:10
971

მოსკოვში 405-მეტრიან ცათამბჯენს ააშენებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ახალ ნაგებობას გადაჭრილი პრიზმის ფორმა ექნება. შენობაში 101 მიწისზედა და 3 მიწისქვეშა სართული იქნება.

პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპისთვის, ადგილის შემოღობვა და სატესტო ბოძების ჩაყრა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.

ცათამბჯენს One Tower-ი ერქმევა. შენობის 400 მეტრის სიმაღლეზე დასათვალიერებელი მოედანი მოეწყობა; ასევე გაიხსნება რესტორანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები