მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OneApply - სამსახურის მაძიებლებისთვის შექმნილი უზბეკური კომპანია | 500 Georgia Demo Day

649d4e0916953
BM.GE
29.06.23 15:45
369
სტატიაში საუბარია:

მხოლოდ ამ თვეში, 5000-ზე მეტ კურსდამთავრებულს დავეხმარეთ, პირველი სამსახურის პოვნაში, 1000-ზე მეტ მსოფლიო დონის კომპანიაში  - ამის შესახებ უზბეკური ტექნოლოგიური სტარტაპის, OneApply-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500G eorgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. OneApply-ის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს მარტივი და ეფექტური პლატფორმის მეშვეობით სამსახურის სწრაფად მოძიებაში დაეხმაროს.

უზბეკურ ტექნოლოგიურ კომპანიას სამი თანადამფუძნებელი ჰყავს, რომელთაც საერტაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. OneApply-ის დამფუძნებლები სარდორ ხაშიმოვი, ნურუდინ იმინოხუნოვი და შერზოდ ხოშიმოვი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ OneApply-ი სამუშაო სწრაფად მოძიების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადი ერთი აპლიკაციითა და ღილაკზე ერთი დაჭერით გაგზავნონ. “ამჟამად, პროდუქტის განვითარების ეტაპზე ვართ. უკვე გვაქვს MVP, ხოლო ახლა კი გაყიდვადი პროდუქტის შექმნაზე ვმუშაობთ”, - ამბობენ კომპანიაში.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები