მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა ზაფხულიდან დაიწყება

5a3b5357c03b8
ელენე გოგბერაშვილი
21.12.17 10:21
1211
ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. პროქტის განმახორიციელებელი კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ონის კასკადის პროექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანა დამატებით 800 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას მიიღებს. პროექტი 200 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის განხორციელებაზე 330 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

"მომავალი წლის ზაფხულში გვინდა დავიწყოთ მშენებლობა, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სამშენებლო ნებართვას", - განუცხადა "საქმის კურსს" ლაშა იორდანიშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია წინასაპროექტო კვლევის ანგარიში და ასევე დასრულდა გარემოზე შემოქმედების შეფასება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარკეებბი სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, სადაც ძირითადი როლი თიბისი ბანკს უკავია’’-აცხადებს "ფერის’’ აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, მალე ქვეყანას ონის კასკადის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი შეემატება. პროექტის განმახორციელებლი კომპანია პროექტის დასრულებას 2021 წლამდე გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები