მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ონკოლოგიის კომპონენტის ჩვენს რისკად დატოვების შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდება კერძო სადაზღვევო პაკეტის ფასი"

58ca7dc6d3249
სალომე მეცხვარიშვილი
16.03.17 16:00
1469
ონკოლოგიის კომპონენტის ჩვენს რისკად დატოვების შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდება კერძო სადაზღვევო პაკეტის ფასი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავიღ სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც წარადგინა ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

პროგრამის მიხედვით, კერძო დაზღვევის მქონე პირებს აღარ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მიღება. ეს ძირითადად მაღალ და საშუალოშემოსავლიან პირებს შეეხებათ. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაზღვევო სფერო პროტესტს გამოთქვამდა, რომ ეს ცვლილებები კერძო სადაზღვევო პაკეტებს გააძვირებდა, რამდენადაც გაყიდული პაკეტების უმეტესობა იყო ე.წ. შემავსებელი პაკეტი, რომელიც საყოველთაოსთან ერთად მუშაობდა.

„რატომ წინასწარმეტყველებენ ასე? ონკოლოგიის რისკების მართვას ვიტოვებთ ჩვენ, ეს იმდენად ამცირებს რისკებს, რომ ჩემი აზრით, 25 ლარზე უფრო ნაკლებ ფასადაც შეეძლებათ გაყიდონ ეს პაკეტი. ჩვეულებრივ ისინი ყიდიდნენ 40-45-ლარად ამის მსგავს პაკეტს, უკვე გვითხრეს, რომ მზად არიან, 25-27 ლარად გააკეთონ პაკეტები და ონკოლოგიის კომპონენტის ჩვენ რისკად დატოვების მერე კიდევ უფრო შემცირდება პაკეტის ფასი“,- აცხადებს სერგეენკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები