საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური სერვისები ყველა მოქალაქეს დაუფინანსდება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე bmg-სთან აცხადებს, რომ დაფინანსება შეეხება ყველას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას დაზღვევა. რაც შეეხება ონკოპაციენტების მიმდინარე აქციებს, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაჭრის გზა არის კონსტრუქციული დიალოგი და საჭიროებების გაზიარება როგორც სამინისტროს, ასევე ყველა იმ სპეციალისტისა და ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან, ვინც პროგრამაშია ჩართული. რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე?