მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოპაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფას სახელმწიფო იანვრიდან დაიწყებს - აზარაშვილი

 ზურაბ აზარაშვილი

„მწარმოებლებთან პირდაპირი შესყიდვის შედეგად, პაციენტების ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას იანვრიდან შევასრულებთ,“-ამის შესახებ სამთავრობო სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა. უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ ხელშეკრულება გააფორმა და 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, ონკოლოგიურ მედიკამენტებს , საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები