მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ აზარტული თამაშების მოგების გადასახადი 20%-მდე იზრდება - გავლენა ბიზნესზე

მთავრობა გადასახადს სათამაშო ბიზნესს უზრდის. იმ კომპანიებს, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. მთავრობის გათვლებით, ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა. ამჟამად აზარტული თამაშების კომპანიები და კერძოდ ის ფირმები, რომლებიც ელექტრონული ფორმით აწვდიან მომხმარებლებს აზარტული თამაშების სერვისებს სხვა სექტორებისგან განსხვავებული მოგების გადასახადის წესით იბეგრებიან.

ისინი 2022 წლიდან არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მათი წმინდა აზარტული შემოსავლების (GGR) 15%-ით იბეგრებიან, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის 15%-ს წარმოადგენს. ონლაინ კაზინოების სექტორი ამ პრინციპით 2022 წლიდან იბეგრება, თავდაპირველად ეს განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, 2024 წლიდან ის 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლიდან მათი მოგების გადასახადი GGR-ის 20% იქნება. იცოდა თუ არა სათამაშო ბიზნესმა გადასახადების გაზრდის შესახებ?

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები