სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, არსებობს სხვადასხვა კვლევები და რეიტინგები რომელიც კარგად აღწერს მსოფლიო ქვეყნების დამოკიდებულებას სათამაშო ინდუსტრიაზე. 48 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ რეგულაციების სიმკაცრე და ბაზრის ფინანსური მოცულობა მოთამაშეთა რაოდენობას ყოველთვის არ განსაზღვრავს. ონლაინ გემბლინგში ჩართულობის მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგს სამხრეთ აფრიკა და ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებული ბაზრის მქონე ნორვეგია ლიდერობენ. სად არის ონლაინ ფსონების დადების კულტურა ყველაზე მეტად გავრცელებული და როგორია გლობალური სტატისტიკა?






























