მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ მაღაზია extra.ge: 2021 წელს საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი გაორმაგდა

6204c59a49421
მარიამ ვარადაშვილი
11.02.22 09:40
1501
ონლაინ მაღაზია extra.ge-ს დირექტორი ანზორ მანწკავა ამბობს, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზარი 2021 წელს გაორმაგდა. მისივე თქმით, გასულ წელს კომპანიის მომსახურება მნიშვნელოვნად დახვეწეს და ვებ-გვერდზეც გააუმჯობესეს პროდუქციის ასორტიმენტი.

“ჩვენთან, extra.ge–ში ზრდის ტემპი ძალიან მაღალი იყო. გასულ წელს ბევრად უფრო სწრაფად მიგვქონდა პროდუქცია მოხმარებელთან. ყოველთვიური ზრდა გვქონდა. დეკემბერში კი გაყიდვებში რეკორდზეც გავედით. 2020-თან შედარებით 2021 წელს გაყიდვები დაახლოებით 300%-ით გავზარდეთ. extra.ge-ს მაღაზიები და  100,000-ზე მეტი პროდუქტი დაემატა. შედეგად, დღეს მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვს”,-ამბობს მანწკავა.

მისივე თქმით, მათი კომპანიის შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ელექტრონული ტექნიკაა, რომლის წილიც მთლიან გაყიდვებში 2020 წელს და 2021 წლის პირველ ნახევარში საკმაოდ მაღალი იყო.

“ვებ-გვერდი ისე შევცვალეთ, რომ პირველ გვერდზე მხოლოდ ტექნიკა არ არის გამოტანილი. ამით ხალხს ვაჩვენებთ, რომ მხოლოდ ტექნიკა კი არა ყველაფრის ყიდვაა ჩვენს საიტზე შესაძლებელი. შედეგად, თუ 2020 წელს გაყიდვების 79% ტექნიკაზე მოდიოდა, ახლა 65%-ს შეადგენს. სხვა კატეგორიებში როგორებიცაა მაგალითად, სახლის თუ ეზოს მოვლა, დავამატეთ პროდუქცია და უკვე მომხმარებელმა იცის, რომ სხვა ნივთების შეძენაც შეუძლიათ extra.ge-ზე”,-ამბობს ის. 

extra.ge-ის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოში ამ ეტაპზე სექტორში მომუშავე ბიზნესზეა დამოკიდებული და კანონმდებლობის დონეზე დამატებითი რეგულირების აუცილებლობას ვერ ხედავს.

“ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი გამოწვევაა მარაგების ისეთი მართვაა რომ მომხმარებლის შეკვეთა ყველა შემთხვევაში შესრულდეს. მარაგის ამოწურვის გამო შევკეთების გაუქმება მნიშვნელოვნად შევამცირეთ გასულ წელს, თუმცა ჩვენი ამოცანაა ამის ნულამდე დაყვანა, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად ვცვლით საკითხებს რომელიც ამას მოაგვარებს”,-ამბობს მანწკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები