ორგანიზაციის მონაცემებით, ონლაინ მედიაზე ინფორმაციის გავრცელებისა და რეკლამის მიზნით, სულ 1 441 128 ლარი გადანაწილდა.
აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი წილი (341 829) "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე (IPN, PalitraTV.ge, Kvirispalitra.ge, Bpn.ge. Ambebi.ge, Allnews.ge) მოდის; შემდეგ ადგილზეა Ipress.ge და მასთან დაკავშირებული სააგენტოები (ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge) – 91 907;
სხვა მედია საშუალებებში კი, რომელთა ჯამური საბიუჯეტო კონტრაქტები 30 000 ლარზე ნაკლებია, ჯამში 281 188 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 34 319 ლარის ღირებულების კონტრაქტებში კონკრეტული საინფორმაციო სააგენტოს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

























