ონლაინ სესხების კომპანიები - ccloan.ge; minicredit.ge; masexsxe.ge; mozo.ge; cash24.ge; monline.ge; espresso.ge- მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთდნენ. ეროვნული ბანკის ოფიციალური რეესტრის მიხედვით, კომპანიებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ ონლაინსესხების ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა.
შედეგად, 9 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირების გადაწყვეტილება 8 კომპანიამ მიიღო.
თავდაპირველად გაცხადდა, რომ ონლაინსესხები საერთოდ აიკრძალებოდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მათს გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას აპირებდა. სამთავრობო რეფორმების გაცხადების შემდეგ ონლაინსესხების ასოციაციამ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ონლაინსესხების კომპანიების ნაწილი მიკროსაფინანსოებად გარდაქმნას აპირებდა.
ონლაინსესხების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია Cc loan-ის დირექტორი გიორგი ტარიელაძე დღეს „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ ასოციაციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

























