მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ-ტრანზაქციები 23%-ით გაიზარდა - გავლენა საფოსტო-საკურიერო ბიზნესზე;

საქართველოში საჰაერო გადაზიდვები გაიზარდა. 8 თვეში ავიაციით თითქმის 15 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. წლიურად ზრდა 23%-ია. მხოლოდ აგვისტოში საჰაერო ტრანსპორტით 2 067 ტონის მომსახურება მოხდა. ყველაზე მეტ ტვირთს TURKISH AIRLINES –ი მოემსახურა - 3.5 მლნ ტონას, მეორე ადგილზეა GEORGIAN AIRLINES-ი - 2.7 მლნ ტონით, რასაც მოჰყვება MNG AIRLINES-ი, CARGOLUX AIRLINES და GEO SKY. საჰაერო ტვირთებში 80% ტვირთსა და ფოსტაზე მოდის. მკვეთრად არის გაზრდილი ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციებიც. თუ 2023 წლის 8 თვეში ინტერნეტის მეშვეობით 8.8 მილიარდის ღირებულების 121 მლნ- ოპერაცია შესრულდა, წელს ამავე პერიოდში სებ-მა 12 მილიარდის 149 მილიონზე მეტი ოპერაცია აღრიცხა. ინტერნეტით დახარჯული თანხა 37%-ით არის გაზრდილი. ოპერაციების რაოდენობა კი 28 მილიონზე მეტად, ანუ 23%-ით გაიზარდა - როგორ აისახა ეს რიცხვები საფოსო-საკურიერო კომპანიების საქმიანობაზე და როგორია ბაზრის ტენდენციები.

სტუმარი: გიორგი ქოპილაშვილი - UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, მერიდიან ექსპრესის აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები