მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ ვებინარი | ინოვაციური B2B პლატფორმა ProConnect პროკრედიტისგან

ონლაინ ვებინარი | ინოვაციური B2B პლატფორმა ProConnect პროკრედიტისგან
17.02.26 11:31
264

26 თებერვალს, პროკრედიტ ბანკის ინიციატივით გაიმართება ონლაინ ვებინარი, რომლის მიზანია ბიზნეს აუდიტორიისთვის B2B პლატფორმა ProConnect-ის წარდგენა და მისი შესაძლებლობების გაცნობა.

ProConnect პროკრედიტ ჯგუფის ინოვაციური ციფრული ბიზნეს ჰაბია, რომელიც კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების, ახალი ბაზრებისა და ბიზნეს კავშირების მოძიებაში ეხმარება.

ვებინარის ფარგლებში ბიზნესებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პლატფორმის უპირატესობებზე, გაეცნონ როგორ მუშაობს ProConnect პრაქტიკაში და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ბიზნესის ზრდისთვის.

B2B პლატფორმა სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს და უკვე 3 000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს პროკრედიტ ჯგუფის 12 ქვეყნიდან, ხოლო რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები