მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ონოფრიშვილი ადასტურებს, რომ შესაძლოა, დაზღვევის ზედამხედველობას უხელმძღვანელოს

5c5a81ff5bf08
ელენე გოგბერაშვილი
06.02.19 10:40
1128

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დავით ონოფრიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ს თავად დავით ონოფრიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, მის კანდიდატურაზე ნამდვილად მიდის საუბარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"არის ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

კითხვაზე - რა დროში გადაწყდება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილება, ონოფრიშვილი პასუხობს, რომ ეს მაშინ გაირკვევა, როცა პრემიერი შესაბამის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს.

აღსანიშნავია, რომ დავით ონოფრიშვილია ავტორი იმ საკანონმდებლო ინიციატივისა, რომლის მიხედვითაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყო.

შეგახსენებთ, რომ დავით ონოფრიშვილი პარლამენტის წევრი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო ფინანსთა მინისტრი, მუშაობდა ეროვნულ ბანკში, "საქართველოს რკინიგზაში". ბოლოს ის კასპში, სალომე ზურაბიშვილის შტაბს ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები