მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Onway აქციებზე დაზარალებულთა სოლიდარობის ფონდში 5000 ლარს რიცხავს - განცხადება

ონვეი

Onway სოლიდარობის ფონდში 5000 ლარს რიცხავს. შესაბამისი განცხადება კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"Onway მხარს უჭერს საქართველოს ევროპისკენ სვლას! ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, თავისუფალ მიმოსვლასა და უკეთეს შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ევროპული მომავალი არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციითაა განმტკიცებული და მისგან გადახვევა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ადამიანს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

ვგმობთ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მხარდაჭერის ნიშნად კი 5000 ლარს ვრიცხავთ სოლიდარობის ფონდში.

ეს თანხა გვინდა, რომ მოხმარდეს აქციაზე დაზარალებული ადამიანების მკურნალობას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებლის, ნიკა გილაურის ინიციატივით აქციებზე დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები