მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Opec -მა ნავთობზე ლიმიტი გაახანგძლივა

5d1b42d532fc0
მიხეილ ხაჩიძე
02.07.19 23:30
587
ოპეკის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმება გააგრძელეს. ევროპული მედიის ინფორმაციით, ვენაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი 9 თვით, 2020 წლის მარტის ბოლომდე გახანგძლივდეს.


შტატების შემდეგ, ნავთობპროდუქტების წამყვანმა მწარმოებლებმა რუსეთმა და საუდის არაბეთმა დადებითი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ორი დღის წინ იაპონიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტისას დააფიქსირეს, რამაც ბაზარზე ნავთობის ფასების მოულოდნელი მატება გამოიწვია.


დღეს კი, ვენაში მიმდინარე შეხვედრაზე   OPEC + 14 სახელმწიფო დღეში 1,2 მილიონი ბარელი ნავთობის ამოტუმბვაზე შეჯერდა, რამაც ბაზარზე ფასების დარეგულირება უნდა გამოიწვიოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები