მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OPEC: 2017 წელს ნავთობის ბაზარზე სტაბილურობა უწინდებურად აღდგება

587fa1149c359
BM.GE
18.01.17 21:07
1512
OPEC-ის გენერალური მდივანის მუჰამედ ბარკინდოს განცხადებით, 2017 წელს ნავთობის ბაზარზე სტაბილურობა უწინდებურად აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა იმედოვნებს, რომ ნავთობის ფასი უახლოეს თვეებში ბარელზე 70 აშშ დოლარს მიაღწევს. აღნიშნულის შესახებ ოპეკის გენერალურმა მდივანმა ვენესუელას პრეზიდენტთან ნიკოლას მადუროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როგორც ადრე, ჩვენი განწყობა ახლაც ოპტიმალური რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპეკისა და მისი არაწევრი ქვეყნების გადაწყვეტილება 2017 წელს ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე რაც უფრო დროულად განხორციელდება, ჩვენ ქვეყნებში ეკონომიკური პირობები, მით უფრო მალე გაუმჯობესდება. ნავთობის ბაზარზე სტაბილურობა აღდგება", - აცხადებს ბარკინდო.

2016 წლის 10 დეკემბერს, ვენაში შეხვედრის დროს, ოპეკის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც შეთანხმდნენ ექვსი თვის განმავლობაში, დღე-ღამეში, 600 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე.

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, იმედოვნებს, რომ ოპეკის ხელშეკრულებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვენესუელას ნავთობის კალათაში ფასი ბარელზე 60 აშშ დოლარამდე, ხოლო მეორე ნახევარში კი 70 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ნავთობზე ფასების შემცირებამ ყველაზე მეტად დააზარალა. გასულ კვირას ვენესუელაში ნავთობის ფასი 44,82 აშშ დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს ნავთობის საშუალო ფასი იქ 35,15 აშშ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები